წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ 7-კმ 14,2) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთმანეთთან აკავშირებს წალენჯიხასა და ობუჯის. გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი დაზიანებული გზით სარგებლობა ყოველდღიურად უქმნიდა დისკომფორტს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 7 კმ-იან მონაკვეთზე გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

„პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 657 200 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, წალენჯიხისა და ობუჯის დამაკავშირებელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს