IDFI-მ იუსტიციის სამინისტროს, როგორც ყველაზე დახურულ უწყებას, სერტიფიკატი გადასცა, რომელზეც ბოქლომია გამოსახული

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტრო და მასში შემავალი 11 სსიპ-ი დაასახელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ IDFI-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ამის გამო, იუსტიციის სამინისტროს სიმბოლური სერტიფიკატი გადაეცა, რომელზეც ბოქლომია გამოსახული.

IDFI-ის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.

„2018 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ გაეგზავნათ 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 7 უწყების გარდა, კიდევ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება. ეს დაწესებულებებია: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ხაზინა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა,” - ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს