კახა კალაძე - თამარაშვილზე კლდის ჩამოშლისას ქვის ძირითადი მასა დამჭერმა ბადეებმა შეაკავა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თამარაშვილზე კლდის ჩამოშლისას ქვის ძირითადი მასა დამჭერმა ბადეებმა შეაკავა.

მისივე თქმით, არის კლდეები, სადაც დამჭერი ბადეები თავდაზღვევის მიზნით კეთდება.

"რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით, მაგალითად თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ანალოგიური პრობლემა გვაქვს - კლდე. იქ სპეციალური დამჭერი სისტემა გაკეთდა, როგორც ამ შემთხვევაში იყო და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ძირითადად დაიჭირა ჩამოცვენილი ქვა, თუმცა ძალიან დიდი მასა იყო წამოსული. რაც შეეხება შემდეგ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ანალოგიურად, დამჭერი ბადე უნდა გაკეთდეს, რომ ყველანაირად დაზღვეულები და დაცულები ვიყოთ. სადაც ანალოგიური პრობლემები გვაქვს, გვაქვს ერთი და იგივე მიდგომა. ძირითადად არის კლდეები, სადაც ხდება ანალოგიური დამჭერი ბადეების გაკეთება იმისთვის, რომ თუ რაღაც მოხდება, მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა წუხელ გვიან ღამით ჩამოიშალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა