კახა კალაძე - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ პარტიის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რადგან ეს "ცოცხალი პროცესია".

"რაც შეეხება დეპუტატების გასვლას, რამდენიმე მათგანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩვეულებრივი პროცესია, პარტიაა. თუ ადამიანებს აქვთ განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული ხედვები, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დარჩებიან და ვერ იქნებიან პარტიაში. ამიტომ, აქ რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ზოგი მიდის, ზოგი მოდის. ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს