დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მისასალმებელია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ ამ პრობლემის არსებობა და ის, რომ ამას მოგვარება სჭირდება. ამასთან, დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია,რომ მსხვერპლმა იცოდეს საკუთარი უფლებები და საკუთარი თავის დაცვა, შესაბამისად, შემვიწროვებელმაც იცოდეს, რომ ასეთ ქმედებაზე პასუხი კანონით მოეთხოვება.

როგორც დეპუტატმა განმარტა, სექსუალური შევიწროების შესახებ მტკიცების ტვირთი მსხვერპლს ეკისრება.

"მსხვერპლი, თუ ამას ამბობს, მას ეხმარება ინსსტიტუცია, მაგრამ მტკიცების ტვირთი გარკვეულწილად არის მსხვერპლის მხარეს, თუმცა შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა პერმანენტული იყოს, აქ უკვე სახალხო დამცველის ინტიტუტი, რომელიც ზოგადად, ძალიან კვალიფიციურია ამ მიმართულებით და ძლიერი ინსტიტუტია, ეხმარება იმისთვის, რომ ამ პროცესში მარტო არ დადგეს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა განმარტა, რას გულისხმობს სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი.

„ერთი მხრივ, ეს უნდა არსებობდეს კანონმდებლობაში, სამართლებრივ ბაზაში. მეორე მხრივ, უკვე შემოდის ამ პრობლემის მოგვარების გზები. კერძოდ, შრომით ურთიერთობებში იქნება სახალხო დამცველი, რომელსაც კერძო სექტორში შესვლის მანდატი ეძლევა. როდესაც მისი მანდატი კერძო სექტორზე ვრცელდება, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, გასცეს რეკომენდაცია და რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს დაზარალებული მხარე სასამართლოში, რომლის შედეგადაც შეიძლება გარკვეული სანქციები დაწესდეს ამა თუ იმ კომპანიაზე. საჯარო სივრცეში კი, როგორიც არის ტრანსპორტი, ქუჩა - უკვე პატრული დაიწყებს რეგულირებას. ისევე, როგორც წვრილმანი ხულიგნობის მსგავსად, იქნება სანქციების მექანიზმები 300 ლარიდან 1000 ლარამდე - განმეორებითობის და დამამძიმებლის გათვალისწინებით. ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, როცა განმეორებით იქნება და დამამძიმებელიც, შესაძლებელია 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც განისაზღვროს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო