დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს. აქციას დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც ესწრებოდნენ, რომლებიც "მამის სახლში დაბრუნებას" ითხოვდნენ.

როგორც დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა აღდგომის დღესასწაულამდე მიემართა პრეზიდენტისთვის გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, თუმცა ეს შორენა თეთრუაშვილის ჩარევით არ განხორციელებულა. დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მიმართავს და სთხოვს, პრეზიდენტთან უშუამდგომლოს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით.

"მოვითხოვთ ჩემი ძმის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია რომ პატრიარქი აღდგომამდე თანახმა იყო და მან ეპისკოპოსებს უთხრა, წერილი მოემზადებინათ და მიემართათ პრეზიდენტისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდა, რადგანაც იმ ქალბატონის, რომელიც მოკალათებულია ამ დაწესებულებაში და ეკლესიას შიგნიდან ებრძვის, გადაწყვეტილებით არ მოხდა წერილის დაწერა. ამიტომაც დღეს უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქს მივმართავთ, აიღოს მან სადავეები ხელში და არ გადააჭარბოს მის ნებას ქალბატონის ნებამ. ვთხოვთ პატრიარქს გადადგას ნაბიჯი, მიმართოს პრეზიდენტს და შეიწყალოს უკანონო პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა