გიგა ბოკერია -  პოლიტიკური დისკუსიის საკითხი უნდა იყოს, როგორ აფასებს სუს-ი იმას, რომ ჯგუფები, რომლებიც საქართველოს პრობლემას უქმნიან,  არიან მმართველი გუნდის მოკავშირეები.  ეს არის - „პატრიოტთა ალიანსი“

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციას სუს-ის ხელმძღვანელთან ჰქონდა იმ კატეგორიის კითხვებიც, რომელიც სხდომის დახურვას არ საჭიროებდა. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო პანკისის საკითხსაც, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მისი თქმით, ერთადერთი დადებითი მხარე, რაც დახურულ სხდომას აქვს, არის ის,რომ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ნაკლებ დროს ხარჯავენ ქებაზე, მადლობებზე და ნაკლებად ემოციურად რეაგირებენ კრიტიკულ კითხვებზე.

"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პანკისის ოპერაციაზე. იქ არის ნაწილი, რომელიც საჯარო არ უნდა იყოს, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დასმული კითხვების 99%, ერთის გარდა, ყველა იყო ისეთი, რომელსაც სხდომის დახურვა არ სჭირდება. ჩვენ გვქონდა ორივე კატეგორიის კითხვები, ისეთი, რომელიც დეტალებზე დახურულ განხილვას მოითხოვს და გვქონდა ისეთიც, რომელიც საჯარო დისკუსიის საკითხია. მაგალითად, ისეთი საკითხი - როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, სუს-ის წარმომადგენელი ლეგიტიმურად მოუწოდებს ყველას, რომ დავით გარეჯის გარშემო არსებულ სიტუაციაზე არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, ქვეყანა პრობლემაში ჩაითრიონ და შუღლი გააღვივონ ქვეყნის შიგნით, ან მეზობელ, მეგობრულ ქვეყანასთან. ჩვენ, ყველამ ვიცით, სოციალურ ქსელებში ვინ აქტიურობს. ის ვინც ამას აკეთებს არის "ქართული ოცნების" პირდაპირი ან ირიბი მოკავშირე. ბუნებრივია, ამაზე კრიტიკული პოზიცია არის სუსი-ის ხელმძღვანელის მიმართ, თუმცა ის არ არის პირდაპირი პასუხისმგებელი. ერთი მხრივ, შავრაზმული ძალები ჰყავთ,რომელიც ამ სიძულვილს აღვივებენ და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. ისინი მათ არჩევნებში,საკუთარი ამოცანებისთვის იყენებენ. შემდეგ, როცა როცა საფრთხე მოვა, უცებ მორალის კითხვას იწყებენ, მათ შორის,სწორი პოზიციიდან - ამ შემთხვევაში დავით გარეჯზე, რომ არ უნდა გავამწვავოთ და ფრთხილად ვიყოთ", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, საჯარო დისკუსიისას იმის თქმას აპირებდა, რაზეც ახლა, ჟურნალისტებთან გაამახვილა ყურადღება.

"შესაძლოა ბატონ გომელაურს ან ნებისმიერ სხვას დამაჯერებელი პასუხიც ჰქონოდა კითხვების ამ ნაწილზე. მათთვის სჯობდა, რომ ასე ყოფილიყო. .ახლა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ოცნებამ" საფუძველი შეუქმნა იმას, რომ საჯარო საკითხებზე საჯარო დისკუსიის ეშინოდათ. რა თქმა უნდა, იყო და არის საკითხები ჩვენს კითხვებში, რომელიც დახურვას საჭიროებს, მაგრამ არის კითხვების ნაწილი, რომელიც სწორადაც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი: რატომ უჭერს მხარს მმართველი გუნდი, როგორ აფასებს სუს-ი იმას, რომ ჯგუფები, რომლებიც მისივე თქმით, უქმნიან პრობლემას საქართველოს, არიან მმართველი გუნდის მოკავშირეები, ეს არის - "პატრიოტთა ალიანსი", - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის დახურულ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოსმენა გრძელდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა