გენერალი თოდ უოლთერსი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი გახდა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გენერალმა თოდ უოლთერსმა ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა დაიკავა. ამ პოსტზე მან დღეს კიორტის სკაპაროტი შეცვალა. ცერემონია ალიანსის ცენტრალურ შტაბში ბელგიის ქალაქ მონსესთან ახლოს გაიმართა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უოლთერსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ალიანსის 29-ვე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თამამად შეხვდება არსებულ გამოწვევებს და ახალ პოტენციურ საფრთხეებს.

ასეთი გამოწვევების მაგალითებად სტოლტენბერგმა რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის მიმდინარე საფრთხეები და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული არასტაბილური ვითარებები დაასახელა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა