ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან აცნობეს.

„ინსტიტუტმა 2018 წელს სამასამდე საჯარო უწყებიდან 6 000-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. ინფორმაციის გაცემის მხრივ სააგენტო ყველაზე ღია დაწესებულებებს შორის მოხვდა. ხოლო, სხვა უწყებებს შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ყველაზე მეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააუმჯობესა,” - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა