ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე - რა თქმა უნდა,  შეცდომისკენ მივდივართ, სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ

რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ჩვენი მოქალაქე დაშავდა. რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა შს მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადების პათოსს, რომ 21 აპრილს პანკისში შეცდომა იყო დაშვებული და რომ პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება.

როგორც გომელაურმა, პარლამენტში, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სად რა შეცდომა იქნა დაშვებული, შესაბამის ანალიზი გაკეთდება.

„სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ვთქვათ - ეს იყო შეცდომა, ან არ იყო შეცდომა, ან ძალოვნების შეცდომა იყო, თუ ვისი შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ ანალიზს“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, საუბარი შეეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, ისაუბრეს პანკისზეც.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი თემა დღეს პანკისის თემა იყო. პანკისზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. არა მარტო იმ დღის თემები, სხვა საფრთხეები, რაც იყო პანკისზე მანამდეც, იგივე სირიის, ვაჰაბიზმის მიმართულება და ა.შ „, -განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, გომელაური პასუხობს, რომ ამას სხვანაირად უნდა შევხედოთ, რადგან ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.

„ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ გათვლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა თუ ისე მოხდებოდა. თემა იყო, შევიდა სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეჰყვა რამდენიმე, 30-35 კაცი პოლიციელი და მას შემდეგ რაც მოხდა, დაძაბვა - უკვე ამის შემდეგ მოხდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეყვანა. ეს იყო სულ. იქ, მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ანუ, პირობითად, უფრო მეტი უნდა შეგვეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადღაც უნდა გამოსულიყვენენ, შესულიყყვნენ და ა.შ - ეს სხვა თემაა. ამის ანალიზია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩართულები ვიყავთ, იმიტომ, რომ ერთი მიმართულებაა. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენც ვზრუნავთ, ასევე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. ერთი ორგანიზმი ვართ, ხაზს ვუსვამ ამ მიმართულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს. ის, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები, ან ისინი არ იყვნენ თემაში, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით“, - განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა