ირაკლი სესიაშვილი - ჯარს უყვარს შავლეგო ტაბატაძე და შავლეგოს პროფესიონალიზმი სჭირდება  არმიას

ჯარს უყვარს შავლეგო ტაბატაძე და შავლეგოს პროფესიონალიზმი სჭირდება ჯარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა შავლეგ ტაბატაძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას.

სესიაშვილი ლევან იზორიას თვდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლას გამორიცხავს და განმარტავს, რომ იზორია თავის სამსახურს ღირსეულად გააგრძელებს. რაც შეეხება ტაბატაძეს, სესიაშვილის თქმით, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე ტაბატაძემ კარგად იმუშავა, თუმცა ახლა, თუ ჯარს დაუბრუნდება, ეს მისასალმებელია.

„ მე არც ინფორმაცია მაქვს და არც მოლოდინი მაქვს, რომ მინისტრების შეცვლა იგეგმება. ბატონ ლევანს, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა პარლამენტში გამოსვლა და ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ ლევანი არის ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი, რაც აღიარებულია. ამ უწყებაში მიღწეული შედეგები აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან, კომიტეტისგან და მე, დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი ღისრეულად გააგრძელებს თავის სამსახურს.

რაც შეხება ბატონ შავლეგოს, შავლეგოც ყოველთვის ღირსეული ოფიცერი იყო. მე, მსმენია, რომ როგორც გუბერნატორმა, ძალიან კარგად იმუშავა და ის რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი იყო. იმასაც გეტყვით, რომ ჯარში ძალიან გაუხარდებათ, თუ ის დაბრუნდება. მე, როგორც გავეცანი ინფორმაციას, მას სურს, რომ დაუბრუნდეს თავის პროფესიას. ამაში მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ და მივესალმები იმიტომ, რომ ჯარს უყვარს შავლეგო და შავლეგოს პროფესიონალიზმი სჭირდება ჯარს’, - განაცხადა სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა