PalitraNews-ს საერთაშორისო ბიზნესფორუმზე  Business Media Contact-მა  საპატიო ჯილდო გადასცა

PalitraNews-ს, როგორც რეიტინგულ და მაღალპროფესიონალური ტელევიზიას, Business Media Contact-მა ყოველწლიურ საერთაშორისო ბიზნეს-ეკონომიკურ ფორუმზე BGC-ის საპატიო ჯილდო გადასცა. PalitraNews-ი ქართული მედიის განვითარებში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თანამედროვე მედია ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებისთვის დაჯილდოვდა.

Business Media Contact-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნეს-ეკონომიკური ფორუმი საsტუმრო Hotels & Preferences Hualing- ში გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორების ინფორმაციით, BGC-ის მიზანია, ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას როგორც საქართველოს, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ყველა რეიტინგული მედია და ინტერნეტ არხების საშუალებებით, იმ პოზიტიური ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ, რომლებიც დაიგეგმა, განხორციელდა და განვითარდა ყველა მიმართულებით, ყველა ბიზნეს სექტორში ამ 7 წლის მანძილზე და რამაც შეუწყო ხელი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას.

ფორუმის ორგანიზატორების თქმით, ფორუმი პოპულარიზაცია უწევს საქართველოს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს მრავალ ქვეყანასთან: ევროპასთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, აშშ-სთან, ისრაელსა და ჩინეთთან, რაც განსაზღვრავს ინტერესს საერთაშორისო ინვესტორებისა და იმპორტიორ-ექსპორტიორების მხრიდან. მათ აინტერესებთ საქართველოს ბაზარი, არამარტო ინვესტირების კუთხით ბიზნესის მრავალ სექტორში, არამედ წარმოებული პროდუქციის გატანით საერთაშორისო ბაზარზე. ფორუმზე წარმოდგენილმა სახელმწიფო და ბიზნეს პროექტებმა უნდა აამაღლონ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ქვეყნისა, რომელმაც შექმნა და განავითარა პოზიტიური ბიზნეს-ეკონომიკური გარემო.

დღესვე ბიზნესფორუმის ყველა მონაწილეს ბიზნესფორუმის სერტიფიკატი და ფორუმის ექსკლუზიური ჯილდო გადაეცა, როგორც საპატიო მონაწილეს, რომელმაც წვლილი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში შეიტანა. ფორუმის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ის კომპანიებიც, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშემწყობი პროექტების დახმარებით განავითარეს თავიანთი ბიზნესი, გაზარდეს წარმოება, მოახდინეს გადაიარაღება, ააშენეს ქარხნები, გააფართოეს პროდუქციის ასორტიმენტი და გააქვთ პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა