მარჯანიშვილის თეატრში მოკლე ჩართვამ მცირე დაკვამლიანება გამოიწვია

მარჯანიშვილის თეატრში მოკლე ჩართვამ მცირე დაკვამლიანება გამოიწვია,- ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოდან იუწყებიან, მარჯანიშვილის თეატრში მოკლე ჩართვის შედეგად განათების სისტემა დაზიანა, ხოლო ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ მათთან შეტყობინება ხანძრის შესახებ ნამდვილად შევიდა, თუმცა დაახლოებით ორ წუთში გამოძახება გააუქმდა. მიუხედავად გამოძახების გაუქმებისა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა უსაფრთხოების მიზნით მაინც გამოცხადდა ადგილზე, თუმცა ინციდენტი ამოწურული დახვდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო