დონალდ ტრამპი პუტინთან საუბარზე - როგორც ყოველთვის ვამბობდი, ვიდრე კუდიანებზე ნადირობა დაიწყებოდა,  რუსეთთან,  ჩინეთთან და სხვებთან ურთიერთობა კარგია და არა ცუდი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს აფასებს და აცხადებს, რომ „კარგი საუბარი“ შედგა. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„იყო ხანგრძლივი და ძალიან კარგი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ვიდრე კუდიანებზე ნადირობა დაიწყებოდა, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვებთან ურთიერთობა კარგია და არა ცუდი“ - წერს ტრამპი.

მისი ინფორმაციით, ისაუბრეს ვაჭრობის, ვენესუელას, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და „რუსული სიცრუის“ შესახებ.

ტრამპმა პუტინთან საუბარს, რომელიც დღეს საათზე მეტ ხანს გასტანა, „პროდუქტიული“ უწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა