გიგა ბოკერია - სუს-ის ხელმძღვანელისგან ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებზე, წინასაარჩევნო  პერიოდში პოლიტიკურ თვალთვალზე

სუს-ის ხელმძღვანელისგან ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებზე, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ თვალთვალზე, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წამოადგენს ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტში, დახურული პლენარულის ხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა,

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე ვახტან გომელაურისგან ოპოზიციამ პასუხები ვერ მიიღო.

„ვიწყებ კარგით, პირველი- ბატონ გომელაურს ჰქონდა საქმიანი ტონი მთელი განხილვის დროს და ეს კარგია. მეორე, მოულოდნელი გვერდითი ეფექტი ჰქონდა დახურვას, რომ უმრავლესობის წევრებმა ნაკლები დრო დახარჯეს სისხლიან ცხრა წელზე და მთავრობის ქებაზე. ყველაზე დიდი პრობლემაა, ის, რომ კვლავ, საზოგადოების ყურადღების გარშე ჩაიარა მოსმენამ, სადაც ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებზე, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ თვალთვალზე, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წამოადგენს ქვეყნისთვის . იმის მაგივრად, რომ მთელი ფოკუსი იყოს ჩრდილოელი მეზობლის მტრულ ქმედებებზე, ან ექსტრემიზმზე და ტერორიზმზე, ან პანკისში მოქმედ ძალებზე, ქვეყნის გარედან ვინც მოქმედებს, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, ისევე როგორც, ჩვენ პასუხი არ გვაქვს იმაზე, რატომ ვერ ვხდევთ მთავრობის საქმიანობის შედეგებს გამიჯვნის თვალსაზრისით იმ ძალებთან, რომლებიც პირდაპირ, როგორც თვითონ სუსი-სის ხელმძღვანელის საჯარო მოხსენებაში ნათქვამია - ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარშემო კონსესუსს. რატომ არიან ეს ძალები პარლამენტში და მის გარეთ, მთავრობისა და ივანიშვილის მოკავშირეები“, - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური სუს-ის 2018 წლის ანგარიშით წარდგა. ამის შემდეგ სხდომის კითხვა-პასუხის ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა