გიორგი კალანდია - სამი მუზეუმის პროფესიონალებს გაერთიანებული ძალისხმევით, ქართული კულტურის საკეთილდღეოდ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციას ეხმაურება.

„მაშ ასე! დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი შემოუერთდა. ევროპული დიდი მუზეუმების დარად, ჩვენც უფრო დიდ და უფრო ძლიერ ინსტიტუციად, უფრო სწორად სამუზეუმო ოჯახად გარდავიქმენით! თანამედროვე მსოფლიოში ასეა - ინსტიტუციები ერთიანდებიან თუ ერთი საქმის გაკეთება უკეთესად შეუძლიათ. ამიტომაც ვფიქრობ, მისასალმებელია კულტურული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მათი გამსხვილება. ეს ლოგიკურად ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, კულტურული აქტივობების ზრდას და ეფექტურ საქმიანობას გამოიწვევს. ეს ჩვენთვის დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ მე და ჩემი თანამშრომლები ორმაგი ენერგიით გავაგრძელებთ იმ საქმეს, რომელსაც აქამდეც არანაკლები სიყვარულითა და ენთუზიაზმით ვაკეთებდით. ჩვენი სამუზეუმო ოჯახი სულ უახლოესი მომავლიდან ერთად, თავისი ერთობლივი და შესანიშნავი კოლექციებით გამოჩნდება "google"-ზე, "ევროპიანაზე", ჩვენ ერთობლივად მოვამზადებთ ახალ სამუზეუმო და სამეცნიერო პროექტებს "ევროპა ნოსტრასათვის", "ევროპის საუკეთესო მუზეუმის კონკურსისათვის", ჩვენი ახალი საგანმანათლებლო პროექტებით უფრო ძლიერები და მიმზიდველები გავხდებით, ჩვენი სარესტავრაციო ლაბორატორია უფრო დიდი დატვირთვით იმუშავებს ეროვნული საგანძურის მოსავლელად და გადასარჩენად. ასე მგონია, სამი მუზეუმის პროფესიონალებს გაერთიანებული ძალისხმევით ქართული კულტურის საკეთილდღეოდ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია!” - წერს გიორგი კალანდია.

აღნიშნულ კომენტარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო