ირაკლი ბერაია - ვერ ვხედავ ლევან იზორიას ჩანაცვლების საჭიროებას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია გამორიცხავს, რომ შავლეგ ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია ჩაანაცვლოს.

როგორც ბერაიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, იზორია თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და წარმატებული მინისტრია.

„როგორც ცნობილია, შავლეგ ტაბატაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ის, რომ მუშაობას იწყებს თავდაცვის სამინისტროში, ეს მისი და თავდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია. მე, ყველაზე ნაკლებად ველოდები, რომ მან ჩაანაცვლოს მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც არის ძალიან წარმატებული ამ პოსტზე მუშაობისას. ვერ ვხედავ ლევან იზორიას ჩანაცვლების საჭიროებას. ის ძალიან ეფექტური თავდაცვის მინისტრია. მისი მინისტრობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სისტემა ისე განვითარდა, როგორც არასდროს, ჩვენ მივუახლოვდით ნატო-ს თავდაცვის სფეროს ისე, როგორც არასდროს და შესაბამისად, დადებით, უმაღლეს შეფასებას მივცემდი მის საქმიანობას“, - განაცხადა ბერაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა