ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული სააგენტოების მოწვევას. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად, აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს წამყვანი აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან.

დღეს, ისინი საქმიან შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანელმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნობიან, ადგილობრივ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღვინის სახლში მათთვის ფოლკლორი შოუც გაიმართება.

აზერბაიჯანი აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია რეგიონში აზერბაიჯანიდან მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. წელს, ფრენები იწყება ბაქოდან ბათუმის მიმართულებითაც. ავიაკომპანია „Buta Airways” ფრენებს 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა