ლევან დავითაშვილი საქართველოში პირველი ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საქმიანობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ბიოსაწვავის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად ბიოდიზელის მოხმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიო-საწვავი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„საქართველოში ბიოდიზელის წარმოების პირველი საწარმო შეიქმნა. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც ითვალისწინებს უნარჩენო წარმოებას. საწარმოს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. კერძოდ საუბარია, ახალი კულტურის რაფსის წარმოებაზე. რაც ვფიქრობ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ევროპულ ტენდენციებთან თანხვედრაშია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის ექსპერტი კახა ქარჩხაძე აცხადებს, ბიო-საწვავის გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელის გამოყენების ნებისმიერ სფეროში.

„ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. შეიქმნა განახლებადი, ალტერნატიული, სუფთა ენერგიის წარმოების ქარხანა. ბიოდიზელს თავისუფლად შეუძლია გამოყენებული იქნას ყველა იმ სეგმენტში, სადაც ნავთობ-დიზელი გამოიყენება. ჩვენი ნედლეული არის განახლებადი რესურსი, ანუ მეორადი მოხმარებული ზეთის შეგროვებით ეკო-მეგობრულ საწვავს ვამზადებთ. ასევე, გვსურს განვავითაროთ ისეთი შესანიშნავი ბიორესურსი, როგორიც არის მცენარე რაპსი, ამით ახალი იმპულსს მივცეთ სოფლის მეურნეობაში ახალი დარგის განვითარებას“, - განაცხადა კახა ქარჩხაძემ.

ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საინვესტიციო მოცულობამ 1 მლნ ლარი შეადგინა და დასაქმდა 30 ადამიანი, წარმოების დაწყებიდან დღემდე გადამუშავდა თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთი, საიდანაც მიღებულია 190 000 ლ. ბიოსაწვავი, აღსანიშნავია, რომ წარმოებული ბიოსაწვავის შედეგად დაიზოგა 500 ტონაზე მეტი CO2 ის ემისია ატმოსფეროში.

მსოფლიოში კარგად აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად კომპანია “Biodiesel Georgia”-მ საწყის ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში დაიწყო რაპსის კულტურის განვითარება. პარტნიორ კომპანიებთან „ლომთაგორა“ და „აჭარა ჯგუფთან“ ერთად ქვემო ქართლსა და კახეთში 50 ჰა ფართობზე საგაზაფხულო რაპსი დაითესა. პროექტის წარმატებით ტესტირების შემდეგ დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მისი განვრცობა. მოყვანილი პროდუქციიდან იწარმოება ზეთი და მისგან ბიოდიზელი დამზადდება, ხოლო ნარჩენის გამოყენება კომბინირებულ საკვებში მოხდება.

2020-2023 წლებში კომპანია “Biodiesel Georgia”-ს დაგეგმილი აქვს უფრო მასშტაბური ბიოდიზელის ქარხნის მშენებლობა რომლის საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ ევრო იქნება, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა 200 ადამიანს მიაღწევს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო