ფლორიდის შტატში „ბოინგ 737“ მდინარეში ჩავარდა

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზი ჭექა-ქუხილი და წვიმა გახდა.

თვითმფრინავ „ბოინგ 737“-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა - "ბოინგ 737"-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა