საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვიზიტით სომხეთს  ეწვია

საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანს შეხვდა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების მთელ რიგ თემებზე საკუთარი ხედვები დააფიქსირეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ამ ჭრილში მნიშვნელოვნად შეფასდა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა, რომელიც სომხეთში უახლოეს თვეებში ჩატარდება. მოლაპარაკებების მსვლელობის დროს, მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო