5 მაისს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას.
მის: მთაწმინდის პარკი.
5 მაისს, 11:00 საათზე, მესტიაში, სვანეთის მუზეუმის დარბაზში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე „ტრადიციული და მოქმედი სამართალი.“
მის: დაბა მესტია, სტალინის # 40
5 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში, მთაწმინდის პარკში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პარალელურად, ჩაის ფესტივალი ჩატარდება გურიაშიც.
5 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში ყოველწლიური მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართება.
5 მაისს, 12:15 საათზე, გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო ფორუმი Talking Environment – „გარემოს ქმნი შენ“ გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
მის: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი).
საკონტაქტო პირი: ინგა ნიკაგოსიანი 577 293979.
5 მაისს, 13:00 საათზე, კულტურის სამინისტროს წინ დაბრძანდება ანჩისხატის შუშის კიოტის მაკეტი, რომელმაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იერუსალიმი მოილოცა. პარაკლისი ჩატარდება ანჩისხატის პროექტის განხორციელებისთვის.
მის: სანაპიროს 4. საკონტაქტო პირი: ზაზა ნანობაშვილი- 555 399 923; 593 525 388 .
5 მაისს, 13:00 საათზე, ოქროყანაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე (ა ზონა) მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას და ოქროყანის ბეტონის ჯუნგლებად ქცევას გააპროტესტებენ.
5 მაისს, 14.30 საათზე, ვერის ბაღში, „ბლოკი ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩეველს შეხვდება. საკონტაქტო- საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08
5 მაისს, 16:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან „ახალგაზრდა მწვანეების“ და „ვინ’მე-ს“ ორგანიზებით მსვლელობა გაიმართება.
საკონტაქტო პირი: გიორგი ფცქიალაძე - 599253313, თამარ ჯაყელი - 555252960
5 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ფერმერებს შეხვდება.
მის.: "ცოდნის კაფე".
საკონტაქტო პირი: ნანა ბაგალიშვილი - 555467721
5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფოტო ფესტივალის "ქოლგა თბილისი ფოტო" ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში სამ გამოფენას - გრაციანო არიჩი - ვენეციური ამბები, ვიგენ ვართანოვი და კუნძულის ამბები უმასპინძლებს.
მის.: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8