შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დანაყოფის 31 მეხანძრე-მაშველს​ თელავში სამდღიანი პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დანაყოფის 31 მეხანძრე-მაშველს​ რესპირატორული დაცვის საშუალებების გამოყენებისა და მოვლის საკითხებზე თელავში სამდღიანი თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა. ტრენინგს თელავთან დამეგობრებული ქალაქიდან

- ბიბერახიდან მოწვეული გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სწავლების მიზანი მეხანძრე-მაშველების ​კვალიფიკაციის ამაღლება და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგი ბიბერახის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

„ტრენინგის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ბიბერახის პარტნიორი ქალაქების განყოფილების უფროსი საბინე ენგელჰარდტი, ბიბერახის საკრებულოს წარმომადგენელი რაინერ ეტცინგერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

რამდენიმე წელია თელავისა და ბიბერახის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიაში ღონისძიებები მუდმივად ტარდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს