გრიგოლ გეგელია - მნიშვნელოვანია, რომ კინო „რუსთაველში“ დარჩეს კინო და არა სასტუმრო კინოს ხაზით

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ კინო „რუსთაველთან“ აქცია-ბრიფინგი გამართა. როგორც გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი გუნდი გამოდიან იდეით, რომ აქ იყოს მუნიციპალური კინოთეატრი.

მისი თქმით, კინო „რუსთაველის“ ადგილზე სასტუმროს აშენების შესახებ ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა და ამ პროექტზე კერძო კომპანია მუშაობს.

„ეს შენობა არის კერძო საკუთრებაში. რა თქმა უნდა, აქ ინტერესი არის, რომ ეს შენობა გახდეს რენტაბელური, როგორც დეველოპერები ამბობენ- ხოლმე. ჩვენ გამოვდივართ იდეით, რომ აქ იყოს მუნიციპალური კინოთეატრი, როგორიც აქვს ნებისმიერ ღირსეულ სახელმწიფოს და ნებისმიერ ღირსეულ ქალაქს", - განაცხადა გეგელიამ.

როგორ მან აღნიშნა, „ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები პრიორიტეტული არ არის".

„ჩვენ გუშინ გამოვეხმაურეთ სიახლეს, რომლის თანახმადაც დაიწყო ისტორიული იერსახის, ფასადის დემონტაჟი, მაგრამ ჩვენთვის ეს მრავალი თვის განმავლობაში უკვე იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ძალიან სახიფათო მდგომარეობაა, რომელშიც დღეს მთაწმინდის და არა მხოლოდ მთაწმინდის კულტურული ძეგლები იმყოფება. ჩვენ რეგულარულად გვეუბნებიან, რომ არაფერი საშიში არ ხდება. ასე გვითხრეს თოიძის სახლ-მუზეუმის შემთხვევაშიც. ჩვენ არანაირი ნდობა არ დაგვრჩა დეველოპერების მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ, ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არის სამწუხაროდ დღეს პრიორიტეტული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ აქ დარჩეს კინო და არა სასტუმრო კინოს ხაზით, რადგან ძეგლი არ არის ისტორიული ნაგეგობა, ძეგლს აქვს ფუნქციური დატვირთვა ამასთანავე", - განაცხადა გეგელიამ.

იხილეთ ვიდეო: მნიშვნელოვანია, რომ კინო "რუსთაველში" დარჩეს კინო და არა სასტუმრო კინოს ხაზით - გრიგოლ გეგელიას აქცია-ბრიფინგი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს