სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია" პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართა

„წითელი ბარათი პრეზიდენტს", - ამ სახელწოდებით, სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია" პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, აქცია პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან გამართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა ჭარხალაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბოლო პერიოდში, ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს და სწორედ ამან განაპირობა მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა.

„ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რაც არ არის ერთჯერადი, მუდმივად იმეორებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რაც საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. „წითელი ბარათის მოძრაობა“ დაიწყება და ეს არ იქნება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს იქნება იმ პარლამენტისთვის, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს და დღეს ცდილობენ, რომ აისხლიტონ სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "წითელი ბარათები პრეზიდენტს" - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო