ადვოკატი - გამომძიებლებს ვკითხე, რომელი გამოძიების ფარგლებშია მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაბარებული, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღე

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 7 მაისს დაიბარეს. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამომძიებლებს ესაუბრა და ჰკითხა თუ რომელი გამოძიების ფარგლებშია მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაბარებული, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან ინფორმაცია ვერ მიიღო.

როგორც რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში მყოფმა პირებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

ამასთან, „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა