ზუგდიდში საქალაქო ავტოპარკი განახლდა

2019 წელს გამოშვებული ოთხი, ახალი „ისუზუს" მარკის ავტობუსი უკვე ზუგდიდშია, დანარჩენი 11 კი ორი კვირის ვადაში ჩამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.

ახალი საქალაქო ტრანსპორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დაათვალიერეს.

ახალ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება, ავტობუსები მარშუტებზე დღესვე გავიდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს