კონკურენციის სააგენტოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეები სტუმრობენ

ევროკავშირის პროექტის - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” ორგანიზებით, კონკურენციის სფეროში, ქართველი მოსამართლეებისათვის და იურისტებისათვის სემინარები გაიმართა. სპეციალური მოწვევით, სემინარები ჩაატარეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეებმა - სავას პაპასავასმა და იან ფორესტერმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას, კონკურენციის სამართლის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიება გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, სემინარის მოდერატორი აურელიო ლა ტორე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ჭიჭინაძე.

სემინარებში მონაწილეობდნენ: თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და თანაშემწეები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის წევრები და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

„შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა და განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი: მათ შორის, კონკურენციის უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლის თავისებურებები, საფრთხე, რომელსაც შეიძლება კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედება უქმნიდეს ეკონომიკის განვითარებას, კონკურენციის ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეებმა ასევე ისაუბრეს ევროპაში კონკურენციის სამართლის განვითარების ეტაპებისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ კონკურენციის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეების - სავას პაპასავასისა და იან ფორესტერის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა შედგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ვასილ როინიშვილთან. შეხვედრაზე ისაუბრეს კონკურენციის უწყების და სასამართლოების ურთიერთობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მდიდარი პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა