დავით თარხან-მოურავი - ამ ქვეყანას სააკაშვილები ჩამოვაცილეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ისევ სააკაშვილი და ბოკერია არიან ხელისუფლებაში

„დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეხვედრას მართავს. პარტიის წარმომადგენლებმა შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყო დავით თარხან-მოურავი, რომელმაც სპორტის სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ შეხვედრას მთელი საქართველოდან 10 500 მხარდამჭერი ესწრება.

„მოწინააღმდეგემ ეს უნდა იცოდეს. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა და ცუდი ამინდია, ამდენი ადამიანი აქ შევიკრიბეთ. ამ ქვეყანას სააკაშვილები ჩამოვაცილეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ისევ სააკაშვილი და ბოკერია არიან ხელისუფლებაში, ვერანირ ცვლილებას ვერ ვხედავთ. არის პრობლემები, რომლებზეც არავინ საუბრობს. ამიტომ შევიკრიბეთ აქ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

როგორც პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, მათი შეკრების მიზანი და მოთხოვნები რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

„ერთ-ერთი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას სპეციალური სააგენტო ან ფონდი, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 10 000 ოჯახს დაეხმარება საოჯახო ბიზნესის აწყობაში, რაც 500 მილიონი ლარის ეკონომიის ხარჯზე მოხდება, რომელიც დღეს ნატო-ს პროექტებსა და თავდაცვაშია ჩადებული, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2,2 პროცენტი ნატო-ს სამხედრო პროექტებზე არ უნდა გამოვყოთ, მხოლოდ 1,2 პროცენტი უნდა დავტოვოთ თავდაცვაზე, ხოლო დანარჩენი 1 პროცენტი, ანუ 500 მილიონი საოჯახო ბიზნესზე უნდა წარვმართოთ.

ხელისუფლებამ, ხალხთან შეთანხმებით, უნდა დაიწყოს ფიქრი, მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება, რომ ავსტრიის, შვეიცარიის, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად ჩვენც სამხედრო მიუმხრობლობა გამოვაცხადოთ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროინტეგრაცია გვინდა, ევროკვშირთან მჭიდრო ურთიერთობა გვინდა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე სასარგებლო, ყველაზე მისაღები და სასიცოცხლო სამხედრო მიუმხრობლობის გამოცხადებაა, ანუ ჩვენ არც ერთ სამხედრო ბლოკში - არც ნატოში, არც რომელიმე სხვა ბლოკში არ ვმონაწილეობთ, ჩვენს ტერიტორიაზე, არც საზღვაო, არც საჰაერო და არც სახმელეთო სივრცეში, ამ სამხედრო ბლოკების წვრთნები არ იმართება და მათი სამხედრო ბაზები არ მოქმედებს. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო მისიებში ვმონაწილეობთ და იმ მისიებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ფუნქციონირებს, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. იმისათვის, რომ ეს მიზნები განვახორციელოთ, ხელისუფლებამ წინა რეჟიმის იდეოლოგიას თავი უნდა დააღწიოს, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს და საბოლოოდ დაასრულოს პოლიტიკური გარიგებები, პოლიტიკური თამაშები "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფთან. ქვეყანაში ტყუილი, გარიგებები და ეს თამაშები უნდა დასრულდეს!", - აცხადებენ სპორტის სასახლეში შეკრებილი პარტიის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა