ნათია ღვინაშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში „ოქროს საწმისის ძიებაში’’ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა ქუთაისში გამართულ ორდღიან საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში ,,ოქროს საწმისის ძიებაში’’ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) ავრცელებს.

ნათია ღვინაშვილმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს ფორუმის გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებები საგრძნობლად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს რეგიონში.

ათეა-ს წარმომადგენელმა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდის“ ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ ინიციატივაზეც ისაუბრა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ჭრილში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ მოხსენება გააკეთა.

ნათია ღვინაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ასევე ორგანიზაციის საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის პრეზიდენტის კახა კალაძის მხარდაჭერითა და ვიცე პრეზიდენტის თამარ ტალიაშვილის ძალისხმევით შექმნილი გენდერული პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ათეა ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე. მისივე თქმით, ორგანიზაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს გენდერული მიმართულებით ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას.

ნათია ღვინაშვილმა საერთაშორისო ვალდებულებებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2010 წლიდან ასოციაცია ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) წევრია, რომელიც უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

„ჩვენი მიზანია დავიცვათ ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიზნით, ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, 2015 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის ორგანიზებით, გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველად ქართულ ენაზე ითარგმნა ევროპული ქარტია „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“, რომელსაც მიმდინარე წელს ქართული მუნიციპალიტეტებიც მოაწერენ ხელს“, - აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

პირველ საერთაშორისო ფორუმს ,,ოქროს საწმისის ძიებაში“, რომელიც გუშინ ქუთაისის მერმა - გიორგი ჭიღვარიამ გახსნა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი დელეგაციის წევრები, ქართველი და უცხოელი ინვესტორები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებშია ინიცირებული. მათივე განმარტებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ შემუშავდა, ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდას ისახავს მიზნად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს