აიპლიუსმა „ბათუმი პლაზაში“ მდებარე ფილიალის განახლებასთან დაკავშირებით, 10 დღით სპეციალური ფასდაკლება გამოაცხადა

აიპლიუსმა „ბათუმი პლაზაში“ მდებარე ფილიალის განახლებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ბათუმი პლაზას ფილიალში, 10 დღით განსაკუთრებული ფასდაკლება გამოაცხადა.

აიპლიუსის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ “ბათუმი პლაზაში” მდებარე აიპლიუსის მაღაზია დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ფილიალის განახლების აღსანიშნავად მიმდინარეობს სპეციალური ფასდაკლების აქცია.

„მომხმარებლებს „ბათუმი პლაზაში“ მდებარე ფილიალში საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია iPhone-ის, Samsung-ის და Huawei-ის პროდუქციის შეძენა. სპეციალურად დაბალი ფასი მოქმედებს აქსესუარებზე - iPhone-ის ქეისების შეძენა მომხმარებელს 25 ლარად შეუძლია.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ფასდაკლების გარდა ის მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ აიპლიუსის დაბადების დღის ვაუჩერები დამატებით 50 ლარიდან- 100 ლარამდე ფასდაკლებით სარგებლობენ ტექნიკის შეძენისას. აიპლიუსი ყველა მომხმარებელს განურჩევლად შეძენილი პროდუქციის ღირებულებისა, მომხმარებლის დაბადების დღეს საჩუქრად ფასდაკლების სპეციალურ ვაუჩერს გადასცემს, რომლის გამოყენება 1 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ბათუმი პლაზაში, განახლებული ფილიალის გახსნა სამმაგად სასარგებლოა მომხმარებლისთვის. განახლებულ, დახვეწილ და მაღალი დონის მაღაზიაში მომხმარებელი იღებს ხარისხიან მომსახურებას; ყველას შეუძლია ისარგებლობს ბათუმი პლაზას განხლების აღსანიშნავად გამოცხადებული სპეციალური აქციებით და ასევე აიპლიუსის მომხმარებელი ბონუსად იღებს 50 ლარიდან - 100 ლარამდე ვაუჩერს მომხმარებლის დაბადების დღის აღსანშნავად.

ბათუმი პლაზას ინტერიერი იტალიელი დიზაინერების მიერაა შექმნილი, მინების და ხის კომბინაცია ჰარმონიულია, რაც მომხმარებლისთვის მეტად მიმზიდველს და გემოვნებიანს ხდის“, - ნათქვამია აიპლიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ფილიალის ინტერიერი, მაღალი ხარისხის მომსახურება და დაბალი ფასები სწორედ მომხმარებლის მოთხოვნილების ყველა სურვილს აკმაყოფილებს. ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გვაქვს ფასდაკლებები, მომხმარებლები შეძლებენ თანხის დაზოგვას, მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას მაღალი დონის ფილიალში",- ამბობს აიპლიუსის „ბათუმი პლაზას“ ფილიალის მენეჯერი ქეთი ცხადაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო