მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძეს უახლოეს დღეებში შეხვდება.

როგორც მეუფე პეტრემ „რუსთავი2“-ს განუცხადა, ცოტა ხნის წინ დეკანოზმა პენიტენციური დაწესებულებიდან დაურეკა და უთხრა, რომ მასთან გასაუბრება სურს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა დეკანოზის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე პატრიარქისა და რამდენიმე სასულიერო პირის შეხვედრაზე ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა საუბარი „ციანიდის საქმესა“ და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე დაიწყო.

„მე პირადად მისი უწმინდესობის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი. მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართა ჯგუფი მას ეახლა, ისაუბრეს და პატრიარქმა მათ დაავალა, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის მიმართ საშუამდგომლო წერილი მოეზადებინათ. 2 თვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა ან რატომ არ დაიწერა წერილი, ბუნებრივია, ამაზე მღვდელმთავართა ამ ჯგუფმა უნდა გასცეს პასუხი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა