ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ანაკლიაში, 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და პროექტის დასრულების შემდეგ პატარები კეთილმოწყობილ ბაღში შეძლებენ სიარულს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო