პრემიერი - ქართული დიპლომი აღიარებული იქნება ევროპაში, რაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიდიოდნენ ევროპაში, შეძლებენ სამშობლოში მიიღონ  უმაღლესი ხარისხის განათლება

ქართული დიპლომი აღიარებული იქნება ევროპაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც მიდიოდნენ ევროპაში, ევროპულ საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად, ისინი შეძლებენ სამშობლოში მიიღონ ასეთივე უმაღლესი, ევროპული ხარისხის განათლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური წარმატება, ეს არის წარმატება ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენი სახელმწიფობერივი სტრატეგია არის ის, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დათმობილი სწორედ განათლებისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება თამამად ვუწოდოთ ჩვენ, რომ ეს არის ისტორიული წარმატების მქონე გადაწყვეტილება. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. ვინაიდან, ეს არის ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. ვინაიდან, ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხის რეალურ ზრდაზე და ამ ხარისხის რეალურ კონტროლზე. ჩვენ, როდესაც გამოვაცხადეთ განათლების რეფორმა, ის ეროვნული იდეა, რომელიც გვწამს, რომ უნდა იყოს ქვაკუთხედი სახელმწიფოს განვითარების, მისი მდგრადობის. ჩვენ ვსაუბრობით ამავე დროს მასშტაბურ ინვესტიციებზე. ვინაიდან, ჩვენ თუ ავიღებთ საქართველოს ბოლო ათწლეულების ისტორიას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აღმოვჩნით ამდენი გამოწვევის წინაშე არის სწორედ ის, რომ განათლებას ექცეოდა ყველაზე ნაკლები ყურადღება და ყველაზე ნაკლები დაფინანსება იყო მიმართული განათლებისკენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ვხედავდით, რომ განათლებას, როგორც სექტორს, ეთმობოდა ყველაზე ნაკლები დაფინანსება.

„ევროპელ კოლეგებს სწამთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ფუნდამენტური და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას. ჩვენთვისაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, ვინაიდან მარტო მასშტაბური ინვესტიციები არ კმარა. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხარისხზე და ამ შემთხვევაში ხარისხის სტანდარტი ეს არის ევროპული ოჯახის მიერ გაცხადებული და უკვე დამკვიდრებული სტანდარტები და კრიტერიუმები. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ამავე დროს, პარალელურად დიდი პასუხისმგებლობაც, ვინაიდან თითოეულმა ჩვენთაგანმა განათლების სისტემამ, უნივერსიტეტებმა უნდა შევძლოთ ის, რომ დავაკმაყოფილოთ ეს კრიტერიუმები. საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი იყოს სრულიად თავსებადი და აღიარებული ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო