მამუკა ბახტაძე საბანკო რეგულაციების გადახედვას გამორიცხავს

გადახედვას გამოვრიცხავ , აქ საუბარია დაკორექტირებაზე, გენერალური ხაზიდან გადახედვას გამოვრიცხავ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გადახედვის შესახებ დასმულ შეკითხვას.

პრემიერი განმარტავს, რომ რეალურად პოზიცია არის ერთი და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ გადაიხედება. თუმცა ბახტაძე აცხადებს, რომ თუ ციფრები რომელიმე სექტორის განვითარების შეფერხებას აჩვენებს, რეაგირება მყისიერი იქნება.

„მაკროეკონომიკურად, ისევე როგორც სოციალური თუ სამართლიანობის განცდის თვალსაზრისით ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, ეს არის ვექტორი, ეს არის გენერალური ხაზი. რაც შეეხება დაკორექტირებას, თუ სტატისტიკური მონაცემები იქნება იმისთვის საკმარისი, რომ რომელიმე სექტორისთვის ეს პოლიტიკა მცირედით გადაიხედოს, ბუნებრივია, უწყებების ხელმძღვანელები ამას გააკეთებენ“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულია მხოლოდ 4 თვე, რაც ბოლო ნაბიჯი გადაიდგა რეგულაციებში და აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია გადახედვაზე საუბარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა