ნინო ბურჯანაძე - პანკისში სპეცრაზმის შეყვანა აბსოლუტური უტვინობა იყო

პანკისში სპეცრაზმის შეყვანა აბსოლუტური უტვინობა იყო, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „7 VS 1“ განაცხადა.

„პანკისში სპეცრაზმის შეყვანა აბსოლუტური უტვინობა იყო, ასეთივე უტვინობა იყო 7 ნოემბერს ძალის გამოყენება, რადგან მაშინ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. როცა ხელისუფლება შეეცდება, ხალხს ჭკუა ასწავლოს, მთავრდება ისე, როგორც დამთავრდა პანკისში, როცა ქვები დაგინიშეს, როგორც დამთავრდა 7 ნოემბერს, რომ სააკაშვილს გადადგომა მოუწია, როგორც დამთავრდა 2011 წელი, რომელსაც 2012 წელი მოჰყვა. „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში, რომ არა 2011 წლის 26 მაისი. ეს უტვინობები ხელისუფლებებს ახასიათებს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს ხელისუფლება ისეთივე მკაცრი, როგორიც იყო წინა, რა მერე, ამის გამო მადლობა ვუთხრათ? მადლობას ხელისუფლებას იმიტომ არ ეუბნებიან, ჯოხი თავში მაგრად დაარტყა თუ შედარებით ნაკლებად, არამედ იმისთვის, ჯოხის დარტყმამდე საერთოდ რომ არ მიიყვანს საქმეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა