მამუკა ბახტაძე - არის ხარვეზები როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და  მათი გამოსწორების გეგმაც გვაქვს

მე კარგად მესმის, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ჩვენ გვაქვს ხარვეზები, მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია და ვიცით, როგორ გამოვასწოროთ დარჩენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ პრობლემებისა და ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოსწორდეს ისინი. მთავრობის მეთაურის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა სამთავრობო პროგრამის შესრულების სიჩქარეს, ტემპს და ეფექტურობას ენიჭება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ციფრების გათვალისწინებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სახეზეა მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით.

ინფორმაციას მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო