სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 12:00 საათზე იმსჯელებს. 85 წლის ომარ გამყრელიძის პროცესს თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს.

ამ დროისთვის ბრალდებული კახეთის სამხარეო პოლიცის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 4 ადამიანი მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო,თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისაა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა