საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას სპეციალური ჯილდო გადაეცა

ქართველი ადვოკატების მიერ ბიზნეს სექტორისა და ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას სპეციალური ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთ ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით აღინიშნა ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა ჩინეთის იურიდიულ პროფესიასთან და ამ თანამშრომლობის ფორმატსა და "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნეს ორგანიზაციების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.ღონისძიების ფარგლებში შედგა იმ წარმატებული პროექტებისა და ორგანიზაციების დაჯილდოება, რომლეთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვისა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს