პარლამენტის ბიუროს წარედგინება გია ჟორჟოლიანისა და ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა 1 მაისის უქმე  დღედ გამოცხადების შესახებ

დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტს შრომის საერთაშორისო დღის - 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას სთავაზობენ და “შრომის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების პროექტით გამოდიან.

მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის გამოხატულება იქნება.

“ეს წარმოადგენს აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის. ამასთან ერთად, 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა. ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში 1 მაისი უქმე დღედაა გამოცხადებული“, - განმარტავენ ინიციატივის ავტორები.

“შრომის კოდექსში“ ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 6 მაისის სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო