აპრილში „ყაზტრანსგაზმა“ თბილისში  7 281 სახიფათო  გაზდანადგარი ჩაჭრა, მათი უმრავლესობა - განმეორებით

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს.

„ყაზტრანსგაზის“ ცნობითვე, მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი - 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში - 895, სანზონაში - 888, ისანი-ვაზისუბანში - 884, ნაძალადევში 729 ღია კამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში - 672, კრწანისის რაიონში - 451, მთაწმინდის რაიონში - 398, საბურთალოს რაიონში - 331, ვაკეში - 181, დიდუბეში კი 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე - 131, დიღომში - 89. აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46.

„“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ, CO კლავს!“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს