კარლ ჰარცელი ვენეციის კომისიის დასკვნაზე - მთავარია,  მოსამართლეების შერჩევის პროცედურა დაზუსტდა და ახლა სასამართლო ხელისუფლების სხვა ორგანოებს  უნდა მივცეთ სიტყვა, რომელთაც  რეკომენდაციები უნდა შეასრულონ

მთავარია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცედურა დაზუსტდა და ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო ხელისუფლების სხვა ორგანოებს უნდა მივცეთ სიტყვა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.

„“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპეტენტური ვარ ამ საკითხზე პასუხი გაგცეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვენეციის კომისიამ მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა. კარგი იქნება, პარლამენტი თუ სხვადასხვა დეტალს ჩაუღრმავდება და გაითვალისწინებს, მაგრამ მთავარი რაც არის, არის ის, რომ პროცედურა უკვე დაზუსტდა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ახლა უკვე სიტყვა უნდა მივცეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლო ხელისუფლების სხვა ორგანოებს, რომელთაც ეს რეკომენდაციები უნდა შეასრულონ”,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი