შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტის აკადემიის 150 მოსწავლე და მასწავლებლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტის აკადემიის 150 მოსწავლე და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს მართლწესრიგისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის - "მართლწესრიგის ოფიცრის" ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო