4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ დანაშაული სხვამ ჩაიდინა

არც მკვდარი მინახია, არც ცოცხალი მინახია ის, ვინც იყო, თავისი გააკეთა და წავიდა,-ამის შესახებ თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის არ უნდა გასამართლდეს იქამდე, სანამ მოწმეებს არ ნახავს.

„ის, ვინც უთხრა, რომ ავტომატი უჭირავს ხელში და კლავსო, ჯერ ერთი, ბიძაშვილია ჩემი. არც მკვდარი მინახია, არც ცოცხალი მინახია ის, ვინც იყო, თავისი გააკეთა და წავიდა. რაც გინდათ ჩამიწერეთ, თუ გინდათ წლები მომეცით . სანამ ეს მოწმეები არ მოვლენ და პირზე არ დამაგდებიან და ჩემი შვილიშვილის ნათქვამს არ იტყვიან, მე არსად არ გავმართლდები. მე დედაკაცი მიკვდებოდა ხელში და ვინ კვდებოდა და ვინ არა, ეგ მე სულ არ მაინტერესებდა“,-აცხადებს ბრალდებული.

85 წლის ომარ გამყრელიძე შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაში არის ბრალდებული. გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა