ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯარს უბრძანა,  ღაზას სექტორის ტერორისტულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმები გააგრძელონ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ბენიამენ ნათანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა ღაზას სექტორის ტერორისტულ სამიზნეებზე განაგრძონ მასობრივი საპასუხო დარტყმები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავად განაცხადა.

„დილით ისრაელის თავდაცვის ჯარს ვუბრძანე, გააგრძელონ მასობრივი დარტყმები ღაზას სექტორის ტერორისტულ ელემენტებზე, ასევე გაგზავნონ საზღვართან დამატებითი ჯავშანსატანკო შენაერთები, არტილერია და ქვეითი ჯარი“ - განაცხადა ნათანიაჰუმ.

მისი თქმით, „ჰამასი“ არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ თავის შეტევებზე, არამედ „ისლამური ჯიჰადის“ ქმედებებზეც.

„ჰამასი ამისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 450 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის არმიამ საპასუხო „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“ საპასუხო დარტყმები მიაყენა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს