დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია დასრულდა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქციის მონაწილეთა უმეტესობა დაიშალა. სამოქალაქო აქტივისტები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დღეს დილიდან იმყოფებოდნენ. მათ სიმბოლურად, სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილთან დამაკავშირებელ 3-კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ სურდათ დაეფიქსირებინათ პოზიცია და ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, მათ შორის, მეზობელი აზერბაიჯანისთვის, რომ ეს ტერიტორია არის ისტორიულად ქართული და რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში არ შეიძლება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსიის ტერიტორიაზე საქართველოს ჰიმნი და რამდენიმე საგალობელი შეასრულეს.

აქციაში რამდენიმე ეპარქიის მრევლი, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, სტუდენტები და საგარეჯოს მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში მოხდება საზღვრის დემარკაცია ისე, რომ არ შეილახება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი