სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა ავღანეთის ქალაქ ბაღლანის პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულია 55 ადამიანი. დაღუპულთაგან ორი პოლიციის თანამშრომელია.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფი. სამართალდამცველებმა ორი მათგანის განეიტრალება შეძლეს, დანარჩენებს პოლიციამ ალყა შემოარტყა.