საქართველოს ბრიტანეთიდან საქართველოს მეგობართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ეწვევა მეგობართა ჯგუფი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დიდი ბრიტანეთიდან 30 სტუმარი ჩამოდის, რომელთა შორის იქნებიან გაერთიანებულ სამეფოში 8 ქვეყნის აკრედიტებული მოქმედი და ყოფილი ელჩები (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და რელიგიური ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მეუღლეები.

საგარეო უწყების ცნობით, მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, მოინახულებენ სხვადასხვა ქალაქებს, კერძოდ, ქუთაისს, ბორჯომს, გორს, ახალციხეს, ყვარელსა და თბილისს.

მათივე ინფორმაციით, სტუმრები შეხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, დაათვალიერებენ ისტორიულ და არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებს და მოინახულონ ადგილობრივ საწარმოებს. კერძოდ, ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ვიზიტი ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სადაც გერმანული ინვესტიციით წარმატებით ფუნქციონირებს მზის პანელების წარმოების ახალი ქარხანა - “AE Solar”. საგარეო უწყების ცნობით, ბორჯომში სტუმრობისას კი სტუმრები მოინახულებენ ლეგენდარული ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანას და გაეცნობიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული საექსპორტო პროდუქტის ისტორიას. ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობა სტუმრებს ექნებათ კახეთის ტურის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით განხორციელდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სტუმარები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებს.

„სწორედ საქართველოს მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა განაპირობა დიპლომატიური ტურის ორგანიზება. აღნიშნული წარმომადგენლობითი ვიზიტი სახალხო დიპლომატიის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პოპულარიზაციაში. დიპლომატიური ტურის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტურის მხარდამჭერები არიან ქალაქ ქუთაისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტი, ასევე საწარმოები “AE Solar”, “IDS Borjomi Georgia”, კომპანიები „იაგოს ღვინო”, „მეღვინეობა ხარება“, საქართველოს ავიახაზები და „Infinity Georgia". ​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა