ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სასაზღვრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სასაზღვრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ისრაელისა და ღაზას სექტორის მებრძოლებს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურ შეტაკებებს 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა.

როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 600-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, მაშინ როდესაც ებრაულმა მხარემ საპასუხოდ 320 სამიზნეზე მიიტანა იერიში. დაპირისპირებულ მხარეებს გაერო და საერთაშორისო საზოგადოება სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს დილით პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, შეთანხმება შედგა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, ისრაელი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ისრაელში ღაზას სექტორის საზღვართან 40 კილომეტრში მდებარე ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფრები გაიხსნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს