მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებო დაშვებისას „აეროფლოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელიდან ცდილობდნენ.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც „აეროფლოტის“ წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული გახდა ტექნიკური მიზეზების გამო საგანგებო დაშვება განეხორციელებინა, თუმცა, ზუსტი მიზეზი არ დაასახელეს.

მომხდარის გამო, „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისართეს.

„აეროფლოტის“ ლაინერი „სუხოი სუპერჯეტ 100“ „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 18:02 წუთზე აფრინდა. იგი ქალაქ მურმანსკში მიფრინავდა.

იხილეთ ვიდეო: მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანი შეეწირა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს